ეს ტკივილია და განსაცდელი
Jump to navigation
Jump to search
ეს ტკივილია და განსაცდელი ავტორი: ტერენტი გრანელი |
ეს ტკივილია და განსაცდელი,
ავადმყოფობა და ტრაგედია.
დღეს ქვეყანაზე სუფევს ნათელი,
დღეს ქვეყანაზე სხივი მეტია.
გაივლის ღამის კორიანტელი,
მეც მოვშორდები ქუჩას, ხეტიალს,
დღეს ქვეყანაზე სუფევს ნათელი,
დღეს ქვეყანაზე სხივი მეტია.