თეთრი ფიქრები სადღაც მიდიან
Jump to navigation
Jump to search
თეთრი ფიქრები სადღაც მიდიან ავტორი: ტერენტი გრანელი |
თეთრი ფიქრები სადღაც მიდიან,
თითქოს ქარია ჩემი ცხოვრება.
რა ვქნა, რომ აწი არ შემიძლია
ამ შეცდომების გამოსწორება.
კარგია ასე ტაძარში შესვლა,
ამ ქვეყანაზე მე მარტო დავრჩი.
ავადმყოფივით დავდივარ ეხლა,
ასე უდროოდ მოკლული ბავშვი.