სუფევს ეს დღე და წამება დიდი
Jump to navigation
Jump to search
სუფევს ეს დღე და წამება დიდი ავტორი: ტერენტი გრანელი |
სუფევს ეს დღე და წამება დიდი,
ქარში მივალ, ვიღიმები თანაც.
შემოდგომა უფსკრულისკენ მიდის
და ხეები გაძარცული დგანან.
ჩანს ფიქრების დარაზმული რიგი,
და ცივია ხელი, როგორც რკინა.
ყრუ ფოთლების სიყვითლეა ირგვლივ
და ფოთლებში შემოდგომას ძინავს.
რესურსები ინტერნეტში[edit]
[Category:Georgian]]