შენც ქარიშხალს დანებდი
Jump to navigation
Jump to search
შენც ქარიშხალს დანებდი ავტორი: ტერენტი გრანელი |
შენც ქარიშხალს დანებდი,
ჩემთან იქნები ალბათ,
სთქვა: ტერენტი გრანელი!
და ჩაიარა ქალმა.
მე სიცოცხლეზე ვდარდობ,
აპრილის თვეა, ცხელა.
მივალ ქუჩაში მარტო
და ნაცნობია ყველა.