(ასე მძიმეა შიში სიკვდილის...)
Jump to navigation
Jump to search
ასე მძიმეა შიში სიკვდილის. ავტორი: ტერენტი გრანელი |
ასე მძიმეა შიში სიკვდილის,
ასე ერთი და მუდამ იგივე.
და ისევ დარდით და ისევ დილით
ალლიდი ოტტოს საფლავთან მიველ.
ქრის დღე და ღამე, ყოველთვის ორი
და ეს ოცნება მზესავით დადის.
დავდივარ ნელა საფლავებს შორის
და ირგვლივ ბრწყინავს დღე ორშაბათის.